რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი
13 იანვრის ღამეს უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებების სერია იყო კიევსა და ხარკოვში. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ხუთი დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ჩრდილოეთიდან ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სამხედროებმა ხარკოვის მიმართულებით სწრაფი რაკეტების გაშვების შესახებ გააფრთხილეს მოსახლეობა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ქალაქში აფეთქებები დაადასტურა, ხოლო მერმა იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ დარტყმები ქალაქის გარეუბანში მოხდა.
მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ცაში მტრის დრონების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. მოგვიანებით სინეგუბოვმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დაშავებული, 42 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.