IHRNGO - ირანში დაღუპულთა რაოდენობა 648-მდე გაიზარდა
ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაღუპულთა რიცხვი დაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, "ირანის ადამიანის უფლებების" (IHRNGO) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ირანში სულ მცირე 648 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ცხრა არასრულწლოვანი.
ირანში მოქმედმა წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ BBC-ს და სხვა საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციების უმეტესობას ირანის ტერიტორიიდან ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ აქვთ. ასევე, ირანში ხუთშაბათს საღამოდან ინტერნეტის გათიშვის გამო, ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება რთულდება.