ემანუელ მაკრონი: ვგმობ სახელმწიფო ძალადობას ირანელების წინააღმდეგ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე კომენტარი გააკეთა და ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
მისი თქმით, ირანში სახელმწიფო სტრუქტურები ძალას იყენებენ იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებების პატივისცემას მშვიდობიანად ითხოვენ. მაკრონმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ეს მიუღებელია და საერთაშორისო საზოგადოება დემონსტრანტების გვერდით უნდა იდგეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანელ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა უნივერსალური ღირებულებაა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს.
„ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა და ჩვენ მათ დამცველთა გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა მაკრონმა.