ირანის რეჟიმი, ფაქტობრივად, დასრულებულია - გერმანიის კანცლერი
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა.
„თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, - განაცხადა მერცმა.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ირანში არსებული ვითარება რეჟიმის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და გამოთქვა იმედი, რომ კრიზისი მშვიდობიანი გზით მოგვარდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რეჟიმს არჩევნების გზით ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.