ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები! - ტრამპის მიმართვა მომიტინგეებს

13.01.26 19:19
ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები! - ტრამპის მიმართვა მომიტინგეებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში მომიტინგეებს სახელმწიფო უწყებების დაკავებისკენ მოუწოდა.

ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

როგორც ტრამპი წერს, მან გააუქმა ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, ვიდრე “მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება.“

"ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი, დაიკავეთ თქვენი ინსტიტუტები!!! დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია!!! MIGA!", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები