რუსული დრონების იერიში კრივი-რიჰზე: ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა
რუსული დრონების მორიგი იერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში ენერგოინფრასტრუქტურა დაზიანდა - ქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და გათბობა შეუწყდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელ ოლექსანდრ ვილკულს ეყრდნობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 45 000-ზე მეტი აბონენტი, ხოლო 700-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გათბობა გაეთიშა.
ადგილობრივი სამსახურები ზარალის აღდგენის სამუშაოებს უკვე აწარმოებენ.