აფეთქებები როსტოვში - ხანძარი საღებავების მსხვილ საწარმოში გაჩნდა
14 იანვრის ღამით აფეთქებები მოხდა რუსეთის ქალაქ როსტოვში. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ქალაქზე დრონებით იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა ლაქ-საღებავების ქარხანა „ემპილსის“ ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ ნავთობპროდუქტების რეზერვუარები დაზიანდა.
ქალაქის მერმა ალექსანდრ სკრიაბინმა დაადასტურა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიწვა სამრეწველო ობიექტის შენობები და დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ცეცხლი მინიმუმ ერთ მრავალსართულიან კორპუსსაც მოედო. პარალელურად ქალაქში მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო ზოგიერთი დაზიანება შესაძლოა მისი მოქმედების შედეგიც იყოს.