შავ ზღვაში უცნობმა დრონებმა ერთდროულად სამ ნავთობტანკერს შეუტიეს - Reuters
შავ ზღვაში უცნობმა დრონებმა საბერძნეთის მართვაში მყოფ სამ ნავთობტანკერს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის სანაპიროზე მდებარე ტერმინალზე ნავთობის ჩასატვირთად მიემართებოდნენ, - იუწყება Reuters.
შეტევები მოხდა იმ ფონზე, როცა ყაზახეთში ნავთობის მოპოვება შემცირებულია და ტრანსპორტირება რუსეთის გავლით გართულებულია.
ვინ დგას იერიშების უკან უცნობია. Chevron-მა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული ტანკერი მის მიერ იყო დაქირავებული და ეკიპაჟი უსაფრთხოდ იმყოფება.
ინციდენტებმა შესაძლოა გაზარდოს ნავთობის გადაზიდვისა და დაზღვევის ხარჯები შავი ზღვის მიმართულებით.