თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს

14.01.26 11:22
თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს

"თუ ირანი მომიტინგეებს სიკვდილით დასჯის, ჩვენ ძალიან ძლიერი ძალით ვიმოქმედებთ"- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. 

დონალდ ტრამპის თქმით, არ სურს იმის ნახვა, რაც ახლა ირანში ხდება: 

არ გვსურს იმის ნახვა, რაც ირანში ხდება. თუ მათ პროტესტი სურთ ეს ერთი რამეა, მაგრამ როცა ათობით ათასი ადამიანის ხოცვას იწყებენ და ახლა ჩამოხრჩობის შესახებ მეუბენბით, ეს მათზე კარგად არ იმოქმედებს"- დასძინა მან. 

გუშინ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 14 იანვარს ირანის ხელისუფლება დაკავებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს.

„ისლამური რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავა მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო. მათ შორისაა 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც 14 იანვისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს“. 

მსგავსი სიახლეები