ირანის მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ მომიტინგეების სიკვდილით დასჯა არ დაუნონსებია
ირანის მმართველი ძალა ამტკიცებს, რომ მომიტინგეების სიკვდილით დასჯა არ დაუნონსებია. ამის შესახებ "ალ ჯაზირა" წერს.
გამოცემის ცნობით, აიათოლას მომხრეები აქციის მოანაწილეებსა და აჯანყებულებს შორის ზღვარს ავლებენ და უმკაცრესი სასჯელით მხოლოდ აჯანყებულებს ემუქრებიან.
აღსანიშნავია, რომ პროტესტების ფონზე ირანის ხელისუფლება არ ასახელებს მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას და ოფიციალურ სტატისტიკას, მაგრამ სასამართლო ორგანოები უკვე აცხადებენ, რომ დაკავებულთა პასუხიმგებლობა „ღმერთის წინააღმდეგ ომის“ ჩადენაში მდგომარეობს.
CBS News-ის ცნობით, ირანში 28 დეკემბერს დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს. გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმუმ 12 000-ს, ხოლო შესაძლოა 20 000-საც აჭარბებს, მაშინ, როცა ოპოზიცია კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებლებზე მიუთითებს.