ირანი რეგიონს ემუქრება: აშშ-ის დარტყმის შემთხვევაში ამერიკული ბაზები მათი სამიზნე გახდება

14.01.26 14:02
ირანი რეგიონს ემუქრება: აშშ-ის დარტყმის შემთხვევაში ამერიკული ბაზები მათი სამიზნე გახდება

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ-ის შესაძლო სამხედრო დარტყმის შემთხვევაში მათი ტერიტორიაზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს სამიზნედ აქცევს. ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობაზე მიანიშნა.

წყაროს თქმით, თეირანმა გაფრთხილება გადასცა მათ შორის საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთს და მოუწოდა რეგიონულ მთავრობებს, ყველაფერი გააკეთონ აშშ-ის მხრიდან ირანზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ტერიტორიაზე განთავსებული ამერიკული ობიექტები შეტევის ქვეშ აღმოჩნდება.

მსგავსი სიახლეები