ცნობილი ხდება ის 75 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემა შეჩერდა

14.01.26 18:46
ცნობილი ხდება ის 75 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემა შეჩერდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზებზე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სანამ დეპარტამენტი ხელახლა შეაფასებს სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს.

Fox News-ის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში 75 ქვეყნის საკონსულოებს სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინება გაეგზავნათ, რომლითაც თანამშრომლებს დაევალათ საიმიგრაციო კანონის ე.წ. "საზოგადოებრივი ტვირთის" დებულების შესაბამისად, ახალი წესების აღსრულება.

ინსტრუქცია ავალებს საკონსულოს თანამშრომლებს, უარი თქვან ვიზების გაცემაზე იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ ეყრდნობიან სახელმწიფო შეღავათებს, ფაქტორების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, მათ შორის ჯანმრთელობის, ასაკის, ინგლისური ენის ცოდნის, ფინანსების და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციური საჭიროების გათვალისწინებითაც კი," - წერს Fox News-ი.

75 ქვეყანას შორის შედის: სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა.

ვიზების შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები