Reuters: ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა შესაძლოა 24 საათის განმავლობაში მოხდეს

14.01.26 23:42
Reuters: ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა შესაძლოა 24 საათის განმავლობაში მოხდეს

ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა 24 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემას ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ შეერთებული შტატების ინტერვენცია შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოხდეს. მეორე მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის სამხედრო ჩარევა ირანში სულ უფრო სავარაუდო ჩანს. 

Reuters-ის ცნობით, ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, დონალდ ტრამპმა ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა "თუმცა მასშტაბები და ვადები გაურკვეველი რჩება". 

ცნობისთვის, ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია. აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება. საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.

პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს. 

მსგავსი სიახლეები