Sky News-ი: ირანელ აქტივისტს, ერფან სოლტანს სიკვდილით არ დასჯიან
ირანელ აქტივისტს, ერფან სოლტანს სიკვდილით არ დასჯიან. ამის სესახებ ინფორმაციას Sky News-ი ირანის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლოს ცნობით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, "ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაშია" ბრალდებული, თუმცა მისი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ 26 წლის აქტივისტს ციხეში დაკავებიდან მალევე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის იქნებოდა პირველი მომიტინგე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ არა უკანასკნელი. მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპმა ირანი არაერთხელ გააფრთხილა და სამხედრო ჩარევით დაემუქრა, თუ ის მომიტინგეებს სიკვდილით დასჯიდა.
გუშინ, სოლტანის ჩამოხრჩობა იყო დაგეგმილი, თუმცა გვიან ღამით ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა Sky News-ს განუცხადა, რომ ირანელი აქტივისტი სიკვდილით არ დასაჯეს.