რეჟიმს ირანიდან მილიონები გააქვს, ვირთხები გემიდან გარბიან - აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრი
ჩვენ ახლა ვხედავთ გემიდან ვირთხების გაქცევას - ამის შესახებ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, სკოტ ბესენტიმ განაცხადა, რითაც ირანში მიმდიანრე მოვლენებს გამოეახმაურა.
როგორც ბესენტმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რეჟიმს ირანიდან მილიონები გააქვს.
ჩვენ ახლა ვხედავთ გემიდან ვირთხების გაქცევას, ვინაიდან ვხედავთ ირანის ხელმძღვანელობის მხრიდან ქვეყნიდან ათეულობით მილიონი დოლარის გატანასა და გაპარებას, ასე რომ, ისინი გემიდან გარბიან და ჩვენ ვხედავთ, როგორ შემოდის ეს მთელ მსოფლიოში, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, და რასაც სახაზინო დეპარტამენტში ვაკეთებთ ის არის, რომ ფულს მივყვებით, იქნება ეს ჩვეულებრივი საბანკო სისტემა თუ ციფრული აქტივები. ჩვენ შევძლებთ ამ აქტივების კვალის მიყოლას და ისინი ვერ შეძლებენ მათ შენარჩუნებას" - განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა.