ირანის რეჟიმმა უკან დაიხია - "სიკვდილით დასჯა არ იქნება"

15.01.26 20:36
ირანის რეჟიმმა უკან დაიხია - "სიკვდილით დასჯა არ იქნება"

შეერთებული შტატების მუქარის შემდეგ, ირანის რეჟიმმა უკან დაიხია. "სიკვდილით დასჯა არ იქნება"- ეს არის თიერანის ოფიციალური პასუხი. ამის შემდეგ იყო ტრამპის ბოლო პოსტი სოც ქსელში, სადაც დაწერა, რომ ხალხის სიკვდილით დასჯის საფრთხე აღარ არსებობს.  ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი არც ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანის.

ვიდრე იქნებოდა აიათოლას რეჟიმის უკან დახევა, იყო დაბომბვის მოლოდინი. ღამით ირანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა, ჰქონდა მოლოდინი რომ ქუჩებში გამოსული ხალხის დახოცვის საპასუხოდ შტატები დაბომბავდა ირანის სტრატეგიულ ობიექტებს. FOX NEWS-თან ინტერვიუში ირანის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ სიკვდილით დასჯა არ იქნება, თუმცა მკაცრი სასჯელით დაემუქრა ყველას, ვინც ქუჩის მიტინგებზე გამოვიდა. 

ყველაფერი ბოლო საათებში შეიცვალა მანამდე SKY NEWS-ი მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ შტატების აიათოლა  ალი ხამენეის ლიკვიდაციასაც არ გამორიცხავდა. ტრამპმა თეთრი სახლში ამის შემდეგ თქვა, რომ აღარ იყო ხალხის დახვრეტის ან ჩამოხრჩობის საფრთხე. 

ინა ცარციძე დეტალებით