ტრამპს აცნობეს, რომ ირანში დაგეგმილი 800 სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება შეჩერდა - თეთრი სახლის პრესსპიკერი

16.01.26 00:09
ტრამპს აცნობეს, რომ ირანში დაგეგმილი 800 სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება შეჩერდა - თეთრი სახლის პრესსპიკერი

ირანში 800 ადამიანი დაინდეს სიკვდილით დასჯისგან, ტრამპი ყურადღებით აკვირდება ვითარებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება, - ამის შესახებ თეთრი სახლსი პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი გრძელებს ირანში მიწაზე არსებული ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას.

,,ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია იყო მედიაში იმის თაობაზე, თუ რას იზამს პრეზიდენტი ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში ან ნებისმიერ კონკრეტულ ღამეს.  სიმართლე ის არის, რომ მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა და მრჩევლების ძალიან-ძალიან პატარა გუნდმა იცის, რას იზამს.  როგორც ახლა გითხარით, ის აგრძელებს ირანში მიწაზე არსებული ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. როგორც გუშინ ვნახეთ, მან გაიგო, რომ მკვლელობები და სიკვდილით დასჯები შეწყდება და დავინახეთ, რომ ამის შედეგად 800 ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. პრეზიდენტი აგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას, მაგრამ ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება,” - განაცხადა ლევიტმა.