აშშ-მა ირანელ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა

16.01.26 10:05
აშშ-მა ირანელ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანელ ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა დემონსტრაციების ჩახშობისთვის - შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციათა ნუსხაში მოხვდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი. შეზღუდვები ასევე შეეხო პოლიციის რეგიონული განყოფილებების ოთხ ხელმძღვანელს და ლორესტანისა და ფარსის პროვინციებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალთა მეთაურებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციათა სიაში მოხვედრილი მეთაურები ძალადობას მიმართავდნენ ირანელების წინააღმდეგ და ხოცავდნენ საპროტესტო აქციათა მონაწილეებს.

"მას მერე, რაც 2025 წლის დეკემბერში საპროტესტო აქციები დაიწყო, ირანის უსაფრთხოების ძალები საბრძოლო ტყვიებს უშენდნენ დემონსტრანტებს, ირანელ ხალხს ართმევდნენ სიცოცხლესა და თავისუფლებას" - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-მა სანქციები დააწესა ასევე ფარდისის ციხის მიმართ - სადაც, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ქალები დაუქვემდებარეს "სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას".

სანქციები დაუწესდა იმ რამდენიმე პირსა და ორგანიზაციასაც, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო ბრალს სდებს კავშირში ირანის ნავთობის და ნავთობის პროდუქტების უცხოეთის ბაზრებზე გაყიდვით მიღებული მოგების გათეთრებაში, ე.წ. "ჩრდილოვანი ბანკინგის" დახმარებით.

ფოტოზე: ალი ლარიჯანი, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

მსგავსი სიახლეები