ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა

16.01.26 10:09
ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ მას ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში დაწერა. 

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია“, - აცხადებს ტრამპი.

მანამდე კი  ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა.

მსგავსი სიახლეები