პუტინის მტკიცებით, რუსეთი საერთაშორისო პარტნიორებთან „თანასწორ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს“ ემხრობა

16.01.26 10:20
პუტინის მტკიცებით, რუსეთი საერთაშორისო პარტნიორებთან „თანასწორ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს“ ემხრობა

რუსეთი კვლავ ცდილობს, საკუთარი საგარეო პოლიტიკა კონსტრუქციულ და პარტნიორულ ჩარჩოში წარმოაჩინოს. პუტინი ამტკიცებს, რომ თანასწორ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზეა ორიენტირებული, რასაც ის გლობალური თანამშრომლობის საფუძვლად ასახელებს.

ხაზგასმით აღვნიშნავ და გთხოვთ, თქვენს საქმიანობაში გაითვალისწინოთ, რომ რუსეთი ნებისმიერ საერთაშორისო პარტნიორთან საერთო კეთილდღეობის, სარგებლისა და განვითარებისთვის თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ყოველთვის მზად არის, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უცხო ქვეყნის ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები