უკრაინა პარტნიორებს „ენერგეტიკული რამშტაინის“ შეხვედრისკენ მოუწოდებს

16.01.26 10:45
უკრაინა პარტნიორებს „ენერგეტიკული რამშტაინის“ შეხვედრისკენ მოუწოდებს

უკრაინა პარტნიორებს ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის გასაძლიერებლად ახალი საერთაშორისო შეხვედრისკენ მოუწოდებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგა, განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს დავალებით, კიევი „ენერგეტიკული რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრის გამართვას გეგმავს.

სიბიგას თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან ელოდება არა მხოლოდ დამატებით ფინანსურ შენატანებს, არამედ კონკრეტულ და პრაქტიკულ ვალდებულებებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად. მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარტნიორებისგან ენერგეტიკის სფეროში დახმარების ახალი ორმხრივი პაკეტებიც უნდა გამოცხადდეს.

„ამ მიმართულებით ხვალ სიახლეები იქნება“, — აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ყველა რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციასა და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციას დაევალათ, 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირონ, რაც ენერგეტიკულ სისტემაზე არსებული ზეწოლის შემცირებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები