NYT: ირანის ხელისუფლებამ Starlink-ის ჩასახშობად სპეციალური სამხედრო დანიშნულების ელექტრონული აღჭურვილობა გამოიყენა

16.01.26 12:25
NYT: ირანის ხელისუფლებამ Starlink-ის ჩასახშობად სპეციალური სამხედრო დანიშნულების ელექტრონული აღჭურვილობა გამოიყენა

New York Times-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ Starlink-ის ჩასახშობად სპეციალური სამხედრო დანიშნულების ელექტრონული აღჭურვილობა გამოიყენა.

უფრო კონკრეტულად, რეჟიმმა გამოიყენა სამხედრო კლასის ელექტრონული იარაღი, რომელიც მიზნად ისახავდა იმ GPS-სიგნალების შეფერხებას, რომელზეც Starlink-ის სისტემები მუშაობს.

აქტივისტებმა და ინჟინრებმა ინტერნეტზე წვდომა Starlink-ის ათასობით  ტერმინალის დახმარებით შეინარჩუნეს, რაც საშუალებას იძლეოდა, უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისა და დაღუპულთა ძებნაში მყოფი ოჯახებს კადრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულიყო. გამოცემის შეფასებით, სწორედ ამან აიძულა ირანის ხელისუფლებას ჩაეხშო Starlink-ის სიგნალი.