ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

16.01.26 15:34
ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, სატელეფონო საუბრის შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

კითხვაზე რა დახმარების გაწევა სურს მოსკოვს ირანისთვის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, პესკოვმა შემდეგი პასუხი გასცა:

„რუსეთი უკვე ეხმარება არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელ რეგიონს, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის საქმეში, მათ შორის პრეზიდენტის ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის დეესკალაციის ხელშეწყობას“, - აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი სიახლეები