ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის - ზელენსკი

16.01.26 17:32
ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას სწორედ რუსეთი აჭიანურებს.

მისი თქმით, “ყველასთვის ნათელია, რომ ომის დასრულება  აშშ-ს ხვალ სურს, თუმცა, მათ დღესვე უნდათ.“

„ნათელია, რომ აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს. ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა. ორივეს გვაქვს ინტერესი და გვესმის, რომ ხელმოწერის და ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთის მხრიდან მოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ ჩეხ კოლეგასთამ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები