უკრაინის და აშშ-ის დელეგაციები 17 იანვარს ფლორიდაში შეხვედრას გამართავენ - უკრაინის ელჩი აშშ-ში

16.01.26 23:03
უკრაინის და აშშ-ის დელეგაციები 17 იანვარს ფლორიდაში შეხვედრას გამართავენ - უკრაინის ელჩი აშშ-ში

უკრაინის და აშშ-ის დელეგაციები, ხვალ, 17 იანვარს ფლორიდაში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოლგა სტეფანიშინა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მაიამიში შეხვედრა რუსტემ უმეროვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის და საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მონაწილეობით გაიმართება. 

უკრაინა აგრძელებს აქტიურ კონსულტაციებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სამომავლო არქიტექტურის შესახებ. ხვალ, მაიამიში, ფლორიდის შტატში, გაიმართება მოლაპარაკებები RNBO-ს მდივნის, რუსტემ უმეროვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის და საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მონაწილეობით.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, ჩვენ ვმუშაობთ ორ ძირითად დოკუმენტზე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელთა ჯამური ღირებულება 800 მილიარდ დოლარამდეა და რომელთა ხელმოწერა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეა შესაძლებელი.

ვიზიტის მიზანია ამ შეთანხმებების ამერიკელ პარტნიორებთან დასრულება ისე, რომ ისინი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს," - წერს ოლგა სტეფანიშინა. 

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. 

მსგავსი სიახლეები