"შეიძლება ტარიფები შემოვიღო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან" - ტრამპი

16.01.26 23:17
"შეიძლება ტარიფები შემოვიღო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან შესაძლოა ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც "გრენლანდიაზე არ დათანხმდებიან". ამის შესახებ ტრამპმა ჯანდაცვასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მედიკამენტებთან დაკავშირებით ტარიფებზე საუბრობდა, რა დროსაც გრენლანდია გაახსენდა. 

შეიძლება ეს გრენლანდიისთვისაც გავაკეთო. შეიძლება ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, თუ გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან, რადგან გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. შეიძლება ეს გავაკეთო," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ ქვეყნისს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის  ტერიტორიის ფლობაა საჭირო.