HRANA: ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

17.01.26 12:15
HRANA: ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი უფლებადამცველ ორგანიზაცია HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, მასშტაბური საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაადასტურა 3 090 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 2 885 დემონსტრანტია. 

Reuters-ის ცნობით, გამოცემა რამდენიმე ადგილობრივს დაუკავშირდა, მათი ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თეირანში შედარებით სიმშვიდეა და მასშტაბური საპროტესტო აქციების ნიშნები აღარ შეინიშნება. 

ცნობისთვის ირანში 8 იანვრის შემდეგ ინტერნეტი გაითიშა, შესაბამისად ქვეყნიდან ინფორმაციის გავრცელება გართულდა. მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი 12-დან 20 ათასამდე იყოს. 

მსგავსი სიახლეები