იტალიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული ტანკერი დააკავეს

18.01.26 10:24
იტალიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული ტანკერი დააკავეს

იტალიამ ბრინდიზის პორტში დააკავა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული ტანკერი, რომელიც ოკეანიის ერთ-ერთი კუნძულის დროშის ქვეშ დაცურავდა. გემი შავი ზღვის რეგიონიდან მიემართებოდა და, გამოძიების მონაცემებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა.

იტალიური სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ტანკერი 2025 წლის 13–16 ნოემბერს ნოვოროსიისკის სანქცირებულ პორტში იმყოფებოდა და აკრძალულ სატვირთო ოპერაციებს ახორციელებდა. შემოწმებისას გამოვლინდა დოკუმენტაციის ფალსიფიკაცია და ნავიგაციური მონაცემების შეუსაბამობა. ასევე დადგინდა, რომ გემის AIS სისტემა გამორთული იყო კონტროლის თავიდან აცილების მიზნით.

გემი იტალიაში 33 ათასი ტონა შავი ლითონების ტვირთით ჩავიდა.

საქმეზე გამოძიების ქვეშ იმყოფება ოთხი პირი.