მაკრონი: ტრამპის ტარიფების მუქარა მიუღებელია - ევროპა ერთიან პასუხს გასცემს
ევროპა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დამატებითი ტარიფების დაწესებაზე კოორდინირებულ პასუხს ამზადებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი განაცხადა, რომ დამატებითი ტარიფების მუქარა მიუღებელია და ევროპა საკუთარ სუვერენიტეტს ერთიანი პოზიციით დაიცავს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ერთგულია ხალხთა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპის და ხაზი გაუსვა, რომ დაშინება და მუქარა გავლენას ვერ მოახდენს არც უკრაინასთან, არც გრენლანდიასთან და არც სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.
„სწორედ ამ საფუძველზე ვუჭერთ მხარს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. სწორედ ამ საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება დანიასთან ერთად გრენლანდიაში გამართულ სწავლებებში მონაწილეობაზე. არანაირი დაშინება ან მუქარა გავლენას არ მოახდენს ჩვენზე - არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც მსოფლიოს სხვა რომელიმე კუთხეში“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.