"გრენლანდია არ იყიდება" - გრენლანდიასა და დანიაში ტრამპის მოთხოვნების წინააღმდეგ აქციები გაიმართა
გრენლანდიასა და დანიაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი, მოთხოვნების წინააღმდეგ, რომლებიც გრენლანდიის ამერიკული კონტროლის ქვეშ გადაცემას უკავშირდება. დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ დაიცავენ საკუთარ თავისუფლებასა და უფლებას, თავად განსაზღვრონ მომავალი.
გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკიში მსვლელობას პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი ხელმძღვანელობდა. მონაწილეები ეროვნული დროშებითა და ლოზუნგით „გრენლანდია არ იყიდება“ აშშ-ის საკონსულოსკენ დაიძრნენ. ეს აქცია, ადგილობრივი წყაროების შეფასებით, კუნძულის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.
ყველაზე დიდი მარში კოპენჰაგენში გაიმართა, სადაც ქუჩებში 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. პროტესტი ასევე კანადაში, ინუიტების ტერიტორიაზე ნუნავუტი გაიმართა.
აქციის დასრულებისას ცნობილი გახდა ტრამპის განზრახვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ახალი ტარიფების შემოღების შესახებ, რამაც დემონსტრანტების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ევროპა გრენლანდიის საკითხში ერთიან პოზიციას შეინარჩუნებს.