იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დიზაინერის ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკრძალვა რომში პარასკევს, დილის 11 საათზე გაიმართება.
ვალენტინო გარავანი დღეს გარდაიცვალა თავის რომის რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში," - განაცხადა ფონდმა.