მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო
მოლდოვამ დსთ-დან (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) გამოსვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის დსთ-ში გაწევრიანების საფუძვლად არსებული შეთანხმებების დენონსაცია დამტკიცების პროცესშია და დოკუმენტები მალე წარედგინება პარლამენტს.
ეს ნიშნავს, რომ მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ს წევრი. ამ სამი ძირითადი შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველია, ამ შეთანხმებების დენონსაცია მოგვცემს უფლებას ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით..., რადგან, ფაქტობრივად, ჩვენ გარკვეული დროით შევაჩერეთ ჩვენი მონაწილეობა, მაგრამ იურიდიულად ჩვენ ისევ იქ ვიყავით. ამ სამი ძირითადი შეთანხმების დენონსაციით, მოლდოვას რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ს ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია," - განაცხადა მიჰაი პოპშოიმ.