რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია
რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია - უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქზე.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ერთი ადამიანი.
მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქზე თავდასხმა გრძელდება და მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.