სირიის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ

20.01.26 10:13
სირიის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ

სირიის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაქცეულია 120 პატიმარი, რომლებიც  ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" წევრები არიან. პატიმარებმა გაქცევა შადადის ციხიდან მოახერხეს, რომელსაც ახლა სირიის არმიის ქვედანაყოფები და სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმები აკონტროლებენ.

ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა 81 გაქცეული დააბრუნეს, დანარჩენებს კი ეძებენ.

მანამდე, ქურთულმა ვებსაიტმა Rudaw-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელის ფარჰად შამის განცხადებით, ციხიდან „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 1 500 წევრი გაიქცა.

მსგავსი სიახლეები