რუსეთმა კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

20.01.26 12:19
რუსეთმა კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა კიევზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით კომბინირებული თავდასხმა განახორციელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა, რიგ რაიონებში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობები, ხოლო ავტოსადგომზე დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე ავტომობილი დაიწვა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, სამიზნე გახდა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები განსაკუთრებით კიევის მარცხენა სანაპიროზე აღინიშნება, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები კი ავტონომიურ რეჟიმზე გადავიდა. აფეთქებების ხმა დნეპრშიც ისმოდა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ახალი მასირებული თავდასხმისთვის ემზადება და მოქალაქეებს საჰაერო განგაშის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები