რუსეთის იერიშის შემდეგ კიევში 5 600-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა

20.01.26 12:26
რუსეთის იერიშის შემდეგ კიევში 5 600-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე დარჩა

უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად კიევში ათასობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი გათბობის გარეშე დარჩა. „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 20 იანვრის ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დედაქალაქში 5 635 მრავალსართულიან შენობას გათბობა შეუწყდა, ხოლო ქალაქის მარცხენა სანაპიროს ნაწილი წყლის გარეშე დარჩა.

კლიჩკოს თქმით, აღნიშნული შენობების თითქმის 80% უკვე 9 იანვრიდან იყო გათბობის გარეშე, რაც არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

ბოლო მონაცემებით, 20 იანვარს რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ბუჩის რაიონში 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა იერიშს.

ამავე თავდასხმების შედეგად კიევის ოლქში დაზიანდა ორი ბენზინგასამართი სადგური. მედიის ინფორმაციით, 20 იანვრის ღამეს რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დნეპრშიც დაშავდა ორი ადამიანი — გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბიზნესი, ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.

მსგავსი სიახლეები