თეთრ სახლს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დავოსში ჯერ არ ჩაუნიშნავს

20.01.26 13:44
თეთრ სახლს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დავოსში ჯერ არ ჩაუნიშნავს

თეთრ სახლს ჯერჯერობით არ დაუნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტ *დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც ამ კვირაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემის წყაროს თქმით, ზელენსკი პირისპირ შეხვედრით დაინტერესებულია, თუმცა თეთრი სახლი ამ ეტაპზე ინიციატივას არ ავლენს. Politico აღნიშნავს, რომ 21 იანვარს დაგეგმილია ტრამპის შეხვედრა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან, სადაც უკრაინის საკითხი საკვანძო თემად განიხილება.

მედიის ცნობით, პარტნიორები გეგმავენ ტრამპის დარწმუნებას ომის შემდგომი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც პარიზში ამ თვეში შეთანხმდა.

ადრე დასავლური მედია წერდა, რომ ზელენსკი ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ევროპელმა მხარდამჭერებმა შეხვედრისთვის უფრო შესაფერის ადგილად დავოსი შესთავაზეს.