Le Monde: ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა

20.01.26 22:15
Le Monde: ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის გამო ტარიფებზე ტრამპის მუქარების ფონზე მათ შეერთებულ შტატებთან საკვანძო სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინეს.

ევროპარლამენტი აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებაზე კენჭისყრას მომავალ კვირებში აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ რატიფიცირების გაყინვა მიღწეულ შეთანხმებას არ აუქმებს.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გასული წლის ივლისში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიდო.

მსგავსი სიახლეები