ტრამპი: აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით NATO-თვის მისაღებ გეგმაზე მუშაობს

21.01.26 10:13
ტრამპი: აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით NATO-თვის მისაღებ გეგმაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გრენლანდიასთან დაკავშირებით იმგვარ გეგმაზე მუშაობს, რომელიც ნატოს ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. მისი თქმით, შესაძლო გადაწყვეტილება არ დააზიანებს ალიანსის ერთიანობას.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ისეთი ფორმულის მოძიება, რომელიც როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე ნატო-სთვის მისაღები იქნება. ამით მან უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა გრენლანდიასთან დაკავშირებულმა ინიციატივამ ალიანსში დაძაბულობა გამოიწვიოს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გრენლანდია აშშ-ისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს და ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებას. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ გლობალური უსაფრთხოების ინტერესებზე.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს გაძლიერებაში მის როლს განსაკუთრებულად აფასებს და მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის პოზიტიური იქნება.

მსგავსი სიახლეები