2 დაღუპული და 1 დაშავებული - რუსებმა დნეპროპეტროვსკს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს

21.01.26 12:20
2 დაღუპული და 1 დაშავებული - რუსებმა დნეპროპეტროვსკს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - რუსებმა დნეპროპეტროვსკს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სინელნიკოვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სამი კერძო სახლი დაზიანდა.

„მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა სინელნიკოვსკის რაიონზე. დაზიანდა ვასილკივსკას და როზდორსკის თემები. დაიღუპნენ 77 წლის მამაკაცი და 72 წლის ქალი“, - აღნიშნა ოლექსანდრ განჟამ.

  • ასევე, ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა 9 კერძო სახლი და 5 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.