სტივ უიტკოფი ხვალ მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
უიტკოფის ცნობით, მოსკოვში დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად გაემგზავრება.
ხუთშაბათს მასთან შეხვედრა გვაქვს. შეხვედრას თავად რუსები ითხოვენ და ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან მნიშვნელოვან განცხადებას წარმოადგენს“, - აღნიშნა სტივ უიტკოფმა CNBC-სთან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც დაადასტურა.