რუსეთ-უკრაინას შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს, თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან - ტრამპი
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
"მე მჯერა, რომ ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მათ შეუძლიათ შეიკრიბონ და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისინი სულელები იქნებიან"- თქვა ტრამპმა.
მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.