ტრამპი: არ გამოვიყენებ ძალას, აშშ ითხოვს ადგილს, რომელსაც გრენლანდია ჰქვია

21.01.26 20:52
ტრამპი: არ გამოვიყენებ ძალას, აშშ ითხოვს ადგილს, რომელსაც გრენლანდია ჰქვია

გრენდლანდიასთან დაკავშირებით გადაჭარბებულ ძალებს არ გამოვიყენებთ - ამის შესახებ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ჩვენ არაფერს მივიღებთ, თუ არ გადავწყვეტ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეუჩერებლები ვიქნებით, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ... ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რაც კი გამიკეთებია, რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ძალას გამოვიყენებდი.

მე არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მსურს ძალის გამოყენება და არ გამოვიყენებ ძალას. ერთადერთი, რასაც შეერთებული შტატები ითხოვს, არის ადგილი, რომელსაც გრენლანდია ჰქვია. სრული უფლებებითა და საკუთრებით, რადგან მის დასაცავად საკუთრება აუცილებელია. იჯარით აღებულს ვერ დაიცავ"- თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი პატივს სცემს გრენლანდიელ და დანიელ ხალხს, მაგრამ  ტრამპის განცხადებით, " არც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი არ არის იმ პოზიციაში, რომ შეძლოს გრენლანდიის დაცვა, გარდა აშშ-ისა". 

ჩვენ დიდი ძალა ვართ. იმაზე დიდი, ვიდრე ხალხს ეგონა. ვფიქრობ, მათ ეს აღმოაჩინეს ორი კვირის წინ ვენესუელაში. ჩვენ ეს ასევე ვიხილეთ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც დანია გერმანიის ხელში აღმოჩნდა. მხოლოდ ექვსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მან ვერ შეძლო ვერ საკუთარი თავის და ვერც გრენლანდიის დაცვა. მაშინ აშშ-ი იძულებული გახდა და იგრძნო ვალდებულება, გაგვეგზავნა ჩვენი ძალები გრენლანდიის ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ძალიან დიდ ფასად დაგვიჯდა. დანიელებს არ ჰქონდათ შანსი. დანიამ ეს იცის.

ჩვენ გრენლანდიაზე ბაზები დანიისთვის განვათავსეთ. ჩვენ ვიბრძოლეთ დანიისთვის. ვიბრძოდით მათ დასაცავად. ეს არის დიდი, ლამაზი ყინული ნაჭერი. ჩვენ გადავარჩინეთ გრენლანდია და წარმატებით მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჩვენს მტრებს ფეხი არ მოეკიდებინათ ჩვენს ნახევარსფეროში. ასე რომ, ეს ჩვენთვისაც გავაკეთეთ. ომის შემდეგ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გარეშე, თქვენ ყველა ახლა გერმანულად და ცოტა იაპონურად ილაპარაკებდით. ომის შემდეგ გრენლანდია უკან დავუბრუნეთ დანიას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები