Reuters: აშშ ოფიციალურად ტოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას

22.01.26 12:15
Reuters: აშშ ოფიციალურად ტოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას

შეერთებული შტატები ოფიციალურად ტოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონს 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის შენახვის, მართვისა და გაზიარების უუნარობა აშშ-ს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა და პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, რათა შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ნებისმიერი სახსრების, მხარდაჭერის ან რესურსის მომავალი გადაცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ამერიკელმა ხალხმა ამ ორგანიზაციას საკმარისზე მეტი გადაუხადა და ეს ეკონომიკური დარტყმა აღემატება ორგანიზაციის წინაშე ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების წინასწარ გადახდას," - განაცხადა წარმომადგენელმა.

გამოცემას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.

ცნობისთვის, ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი 2025 წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.

მსგავსი სიახლეები