ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება

22.01.26 13:08
ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) დაიწყება.

ზელენსკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა (თბილისის დროით 17:30) დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები