აბუ-დაბიში დღეს აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპრაკებები კრემლში გამთეენისას დასრულდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, შეხვედრა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა.
პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთ-აშშ-უკრაინის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული დელეგაცია უკვე დაკომპლექტებულია და მას კონკრეტული ინსტრუქციები აქვს მიღებული; დელეგაციას ГРУ-ს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.
უშაკოვმა მოლაპარაკებები „ყველა მხრივ სასარგებლოდ“ შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევას, სანამ პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმება არ იქნება მიღწეული. მისი თქმით, მოსკოვი კვლავ უსვამს ხაზს, რომ ტერიტორიული საკითხის გარეშე გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია.
შეხვედრა „მნიშვნელოვანად“ შეაფასა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, რომ კრემლში გაიმართა მნიშვნელოვანი საუბარი რუსეთსა და აშშ-ს შორის.