ილონ მასკი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ცინიკური ხუმრობით გამოეხმაურა
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელსაც გასულ წელს ხმაურიანი კონფლიქტი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, ირონიულად გააკრიტიკა ტრამპის ინიციატივა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ. ამის შესახებ მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
გლობალურ საფრთხეებზე და კაცობრიობის გადარჩენის მიზნით სხვა პლანეტებზე კოლონიების შექმნის აუცილებლობაზე მსჯელობისას, მასკმა სიტუაციის განმუხტვა ხუმრობით სცადა.
„გავიგე, რომ იქმნება მშვიდობის სამიტი. მგონი, ეს რაღაც „ნაჭერს“ ჰგავს, ხომ იცით, პატარა ნაჭერი გრენლანდიიდან, პატარა ნაჭერი ვენესუელიდან. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რაც გვინდა, მშვიდობაა“, - თქვა მასკმა.
მისი ხუმრობა აუდიტორიამ ტაშითა და სიცილით მიიღო.