ზელენსკიმ დავოსში ზღვარი გადაკვეთა - ორბანი

23.01.26 12:24
ზელენსკიმ დავოსში ზღვარი გადაკვეთა - ორბანი

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში სიტყვით გამოსვლისას ზღვარი გადაკვეთა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ "ბრიუსელელები მაინც მზად არიან, გადაიხადონ"

მალე იქნება ეროვნული პეტიცია, რომლის მეშვეობითაც ბრიუსელს მკაფიო გზავნილს გავუგზავნით: არ გადავიხდით - აცხადებს ორბანი. 

„გუშინ დავოსში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზღვარი გადაკვეთა. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ უნგრეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად მისი სამიზნე უნგრეთის მთავრობა და პირადად მე ვარ. თუმცა, გასაკვირი ის იყო, რომ თავის გამოსვლაში მან ასევე გააკრიტიკა ყველა სხვა ევროპელი ლიდერი. ის ამბობს, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მხარდაჭერა არასაკმარისია, იარაღი არასაკმარისია და ევროპის მონდომება არასაკმარისია.

გუშინ საღამოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა უკრაინის განვითარების გზამკვლევი. მასში ბრიუსელელებმა უკრაინის ყველა მოთხოვნა მიიღეს. 800 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება 2027 წლამდე და შემდგომი მხარდაჭერა 2040 წლამდე. აი, როგორ არის საქმე. პრეზიდენტი ზელენსკი ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ბრიუსელელები მზად არიან გადაიხადონ. ამაზეც გვექნება რამდენიმე სიტყვა სათქმელი. მალე იქნება ეროვნული პეტიცია, რომლის მეშვეობითაც ბრიუსელს მკაფიო გზავნილს გავუგზავნით: არ გადავიხდით!“- აცხადებს ორბანი.

ასევე ნახეთ: