ტრამპი: უკრაინაში ომის დარეგულირებისთვის შეხვედრები გადამწყვეტია

23.01.26 12:57
ტრამპი: უკრაინაში ომის დარეგულირებისთვის შეხვედრები გადამწყვეტია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დარეგულირების პროცესში შეხვედრების ფაქტი უკვე გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. ამის შესახებ მან დავოსში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

ტრამპმა კომენტარი გააკეთა აბუ-დაბიში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის სამმხრივ კონსულტაციებზე და ლიდერების დონეზე შესაძლო შეხვედრაზეც. მისი თქმით, შეხვედრები აუცილებელია, რადგან დიალოგის გარეშე პროგრესი ვერ მიიღწევა.

„როცა ვხვდებით - ეს კარგია. თუ შეხვედრები არ არის, არაფერი ხდება. წინა წლებში შეხვედრები საერთოდ არ იმართებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა მათი შედეგი ჯერჯერობით გაურკვეველია. შესაძლო დათმობებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.

მსგავსი სიახლეები