მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

24.01.26 14:06
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა კვლავ დახურულ ფორმატში გრძელდება.

შეგახსენებთ, გუშინ აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მხარეებმა „რუსეთის ომის დასრულების პარამეტრები“ განიხილეს.

მსგავსი სიახლეები